კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    
კომპანია
პროდუქცია
შემსწავლელი კურსები
სტატიები
სად შევიძინოთ
TEOSYAL
ეფექტურობა • უსაფრთხოება • ხანგრძლივი რეზულტატი
    თეოსიალი შვეიცარული წარმოების საინექციო ფილერების ექსკლუზიური სპექტრია, რომელიც შექმნილია არაცხოველური წარმოშობის 100%-იანი ჰიალურონის მჟავის საფუძველზე. მწარმოებელი კომპანია - Laboratories Teoxane მდებარეობს ჟენევაში.
    თეოსიალის პრეპარატებს მე-3 ადგილი უკავიათ მსოფლიოში - ჩატარებული პროცედურების რაოდენობის მიხედვით ჰიალურონის მჟავის პრეპარატებს შორის.
    2009 წლის დეკემბრის მონაცემებით ჩატარებული იყო 1 400 000-ზე მეტი ინექცია მსოფლიოში.
    პრეპარატების მახასიათებლები:
1. უსაფრთხო, უმაღლესი ხარისხის პრეპარატები
წარმოების პროცესი დამტკიცებულია და მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და ISO 13485-ის, ასევე ევრო კავშირის 93/42 დირექტივის (სამედიცინო წარმოების დანადგარების შესახებ) შესაბამისად.
15 000 ინექციიდან აღნიშნულია მხოლოდ ერთი დროებითი ლოკალური გვერდითი მოვლენა პრეპარატის შეყვანის ადგილზე.
(მონაცემები 1 000 000 შესრულებულ ინექციაზე დაყრდნობით* )

2. გამჭვირვალე ერგონომიური შუშის შპრიცები
მაქსიმალურად ზუსტი გრადუირებით (0, 025 მლ) და 360 გრადუსით მბრუნავი ფუძით, იძლევიან უმტკივნეულო ინექციის, შეყვანილი პრეპარატის მოცულობის და მთლიანი პროცედურისზუსტი კონტროლის საშუალებას.

შემდეგი გვერდი →
United Cosmetics Group Georgia © 2011 All Rights Reserved