კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    
კომპანია     პროდუქცია     აქციები     სად შევიძინოთ
მომენტალური ეფექტი
Instant Eyelift თვალის კანის მომჭიმავი მომენტალური მოქმედების შრატი. მოიკელით 15 წელი 3 წუთში!
შედეგი მიიღწევა რამოდენიმე წუთში და ნარჩუნდება 8 საათის განმავლობაში. შრატი ასწორებს და ჭიმავს თვალის გარშემო კანს და ატენიანებს მას (შეიცავს ჰიალურონის მჟავას). ხმარების წესი: ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ, მცირე ოდენობით შრატი დაიტანეთ ხელის გულზე. ერთი მოძრაობით წაისვით თვალის ქვეშ (შიდა კუთხიდან გარე კუთხის მიმართულებით). შეეცადეთ შეზღუდოთ სახის მიმიკა 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ შრატი გაშრება. პირველი გამოყენების წინ ჩაიტარეთ ალერგიის ტესტი.
Instant Facelift სახის კანის მომჭიმავი მომენტალური მოქმედების შრატი. იდეალური საშუალება ღირშესანიშნავი საღამოების და სპეციალური შეხვედრებისათვის!
ამკვრივებს, ჭიმავს და ატენიანებს სახის კანს. შედეგი პრაქტიკულად მომენტალურია. შრატი ქმნის მომჭიმავ მატრიცას, რომელიც შესანიშნავ ბაზას წარმოადგენს მაკიაჟის დასატანად. გაწმენდილ სახეზე წრიული (ქვემოდან-ზემოთ) მოძრაობით წაისვით რამოდენიმე წვეთი შრატი (მოერიდეთ თვალის არეში მოხვედრას). შეზღუდეთ მიმიკა ეფექტის გამოვლინებამდე.

შემდეგი გვერდი →