კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    
კოდი დასახელება
დეპილაცია
980703 შაქრის პასტა ნორმალური 850გრ
საშუალო სიმკვრივის პასტა მანუალური დეპილაციის ტექნიკისთვის, ყველა გამოვლინების თმა 1-2მმ სიგრძიდან. არატრამვულია კანის ცოცხალი უჯრედებისთვის, იღებს მხოლოდ რქოვან ქერცლს და თმას, არ იწვევს ალერგიას და გაღიზიანებას. ეფექტი ნარჩუნდება 3-4 კვირა.
980704 შაქრის პასტა საშუალო 850გრ
მოქნილი კონსისტენციის პასტა მანუალური დეპილაციის ტექნიკისთვის, ყველა გამოვლინების თმა 1-2მმ სიგრძიდან. შესაფერისია ცხელ ამინდში, არაკონდიცირებად სივრცეში მუშაობისთვის და იმ შემთხვევაში თუ კოსმეტოლოგს ცხელი ხელები აქვს, ასევე სხეულის იმ ადგილებში სადაც არის მომატებული ტემპერატურა და ოფლიანობა (იღლიები, ბიკინის ზონა). არატრავმულია კანის ცოცხალი უჯრედებისთვის, იღებს მხოლოდ რქოვან ქერცლს და თმას, არ იწვევს ალერგიას და გაღიზიანებას. ეფექტი ნარჩუნდება 3-4 კვირა.
980752 შაქრის პასტა რბილი 850გრ
საშუალო შაქრის პასტაზე მეტად მოქნილი კონსისტენციის პასტა, განკუთვნილია დეპილაციის მანუალური ტექნიკისთვის, ყველა გამოვლინების თმა 1-2მმ სიგრძიდან. შესაფერისია კარგად კონდიცირებად სივრცეში მუშაობისთვის და იმ შემთხვევაში თუ კოსმეტოლოგს ცივი ხელები აქვს ან ხელთათმანით მუშაობს. არატრავმულია კანის ცოცხალი უჯრედებისთვის, იღებს მხოლოდ რქოვან ქერცლს და თმას, არ იწვევს ალერგიას და გაღიზიანებას. ეფექტი ნარჩუნდება 3-4 კვირა.
980716J შაქრის გელი sweat&easy 850გრ
ყველაზე თხელი კონსისტენციის პასტა, განკუთვნილია ელასტიური ლენტით დეპილაციის ტექნიკისთვის, ყველა გამოვლინების თმა 1-2მმ სიგრძიდან. თმის მოცილება ზრდის მიმართულებით ხელს უშლის მათ წყვეტას და შემდგომ ჩაზრდას. განსაკუთრებულად კარგად იღებს ღინღლოვან თმას.
980705 Purifying&Calming Lotion 500ml
გამწმენდი ბაქტერიციდული ლოსიონი 500მლ

დეპილაციის პროცედურის წინ კანის გამწმენდი საშუალება. სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის, ანტიბაქტერიული და რეგენერაციული მოქმედებით. აცხრობს ანთებით პროცესს, ხელს უწყობს თმის ფოლიკულის არხის გახსნას რაც უადვილებს პასტას თმის ამოღებას.
980706 Powder 300g
მიკროკრისტალური პუდრა 300გრ

ჰიპოალერგიული პროდუქტი ხელოვნური სუნის და ქიმიური დანამატების გარეშე, იწოვს ნარჩენ ტენიანობას და გამწმენდი ლოსიონის ნარჩენს დეპილაციის პროცედურის წინ.
980707 980757 Rathany Hydrating Lotion 150ml, 500ml
დამამშვიდებელი&დამატენიანებელი ლოსინი 150მლ, 500მლ

მსუბუქი არაკომედოგენური ლოსიონი ამშვიდებს, ატენიანებს და იცავს კანს დეპილაციის შემდგომ. გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით და ხელს უწყობს პროცედურის შემდეგ თმის ფოლიკულების დახურვას. შეიცავს კრამერის და გრეიფურტის თესლის ექსტრაქტებს. ტოკოფერო;ი და ალანთოილი ეფექტურად იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, გამოიყენება ძალიან მგრძნობიარე კანზეც.
980729 980728 ACV Cure Lotion 150ml, 500ml
თმის ჩაბრუნების სამკურნალო დამამშვიდებელი ლოსიონი 150მლ, 500მლ

ვაშლის ძმრის საფუძველზე დამზადებული ინტენსიური სამკურნალო ლოსიონი თმის ჩაზრდის პროფილაქტიკისთვის, არბილებს ეპიდერმისის ზედა ფენას, ქერცლავს რქოვან უჯრედებს. გამდიდრებულია ლავანდის, როზმარინის და კვლიავის ექსტრაქტებით, გააჩნია ანტიბაქტერიული, სამკურნალო და მასტიმულირებელი თვისებები, მენთოლი და შალფეის ზეთი უზრუნველყოფს დეპილაციის შემდგომ კანის დამშვიდებას, გრეიფურტის ექსტრაქტი ხელს უწყობს ტოქსინების აღმოფხვრას და აუმჯობესებს უჯრედულ იმუნიტეტს. უსაფრთხო, ხელოვნური სურნელისგან და ფერისგან თავისუფალი ფორმულა.
სპა
980732 Rose Water 500ml
ვარდის წყალი 500მლ

100% ნატურალური წყალი ხელს უწყობს ქსოვილის ნაზ წმენდას და ტონირებას. უზრუნველყოფს ეპიდერმისის ნორმალური PH ბალანსის შენარჩუნებას, ასტიმულირებს უჯრედების რეგენერაციას, ამშვიდებს კანს და ხსნის დაძაბულობას, განსაკუთრებით აკნეს და მზისგან დამწვარი კანის შემთხვევაში. ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
980731 Lavender Water 500ml
ლავანდის წყალი 500მლ

100% ნატურალური წყალი არაჩვეულებრივად ატონიზირებს და ამაგრებს ქსოვილს, აფერხებს კანის გაუწყლოებას, უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას და კვებას, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ეფექტით, ანიჭებს ქსოვილს ელასტურობას.
980767 Sigmaline Washing Foam 300ml
დამარბილებელი ქაფი შხაპისთვის 300მლ

მსუბუქი დამარბილებელი ქაფი ნაზად წმენდს ძალიან მგრძნობიარე კანსაც კი. ზეითუნის ზეთი და ბერგამოტი ინტენსიურად კვებავს ქსოვილს, გვირილის ექსტრაქტი, ლავანდა და კიტრი ამშვიდებენ და არბილებენ ეპიდერმისს. რეკომენდირებულია პრეპარატის სახლის პირობებში ყოველდღიური გამოყენება, ასევე შაქრის დეპილაციის პროცედურამდე სახის კანის და ტანის გაწმენდვა. არ შეიცავს პარაბენს, ხელოვნურ სურნელს და ფერს.
980712 LYLI Skin Softener 50ml
ულტრადამარბილებელი კრემი 50მლ

ნაზი საშუალება უზრუნველყოფს ქსოვილში წყლის მარაგის შექმნას, არაჩვეულებრივად ატენიანებს და არბილებს კანს. აღადგენს ეპიდერმისის ბუნებრივ დაცვას, ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, გამოირჩევა ანტიოქსიდანტური მოქმედებით. უსაფრთხო ხელოვნური სურნელისგან და ფერისგან თავისუფალი ფორმულა.
980720 980719 GEORGIKON Wellness&Healing Mud 250ml, 1000ml
მინერალური სამკურნალო ტალახი 250მლ, 1000მლ

მიკროელემენტების, ვიტამინების და ფერმენტების მაღალი კონცენტრაცია უზრუნველყოფენ აქტიურ გამაახალგაზრდავებელ და მასტიმულირებელ მოქმედებას ქსოვილსა და კანზე. შესაფუთი პროცედურა ამცირებს ნაოჭების სიღრმეს და რაოდენობას, ატენიანებს და უბრუნებს ქსოვილს ელასტურობას და სიმკვრივეს. გამოირჩევა ლიფტინგის ეფექტით. ამაგრებს მოდუნებულ ქსოვილს, გამოყავს კანიდან ზედმეტი სითხე და ტოქსინები, კანი ხდება ერთგვაროვანი, მკვრივი და ჯანსაღი. ეფექტი შეიმჩნევა პირველივე პროცედურის შემდეგ.
United Cosmetics Group Georgia © 2011 All Rights Reserved Created by Luka Khizanishvili