კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    
დღესდღეობით უამრავი მეთოდი არსებობს არასასურველი თმის მოსაცილებლად, მაგრამ ბოლო ხანს მთელს მსოფლიოში შაქრის დეპილაციის მეთოდის "შუგარინგის" ბუმია. შაქრით თმის მოცილება ერთერთი უძველესი მეთოდია, რომელიც დასაბამს ეგვიპტიდან იღებს.

Pandhy's - მსოფლიოში "შუგარინგის" პასტის მწარმოებელი მხოლოდ ორი კომპანიიდან ერთერთია. პროდუქციის მაღალი ხარისხის წყალობით, კომპანიამ 10 წელიწადზე ნაკლებ დროში მიაღწია მსოფლიო პოპულარობას.

Pandhy's - გვთავაზობს არა მხოლოდ დეპილაციის შაქრის პასტას, არამედ პროდუქციის მთელ არსენალს, დეპილაციის პროცედურამდე მოსამზადებელ და პროცედურის შემდგომ დამამშვიდებელ საშუალებებს. ყველა პროდუქტი მზადდება დროში გამოცდილი რეცეპტების საფუძველზე და ნატურალური პროდუქტების გამოყენებით, რაც დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

Pandhy's - ის შაქრის პასტით დეპილაცია ცვილის დეპილაციასთან შედარებით პრაქტიკულად უმტკივნეულო პროცედურაა. შაქრის პასტა, ცვილისგან განსხვავებით ცხელდება სხეულის ტემპერატურამდე რის გამოც არ იწვევს დამწვრობებს. იგი იღებს თმას ზრდის მიმართულებით, რაც ხელს უშლის თმის წყვეტას და მის შემდგომ ჩაზრდას. გარდა ამისა, შაქრის პასტა ხელს უწყობს კანიდან ზედაპირული ბაქტერიების მოშორებას, რაც ამცირებს არასასიამოვნო გართულებების რისკს. პასტის ნარჩენები ადვილად ჩამოიბანება წყლით.

"შუგარინგი" - ის პროცედურის დროს, თმასთან ერთად კანი მკვდარი უჯრედებისგანაც თავისუფლდება, რაც იწვევს მსუბუქი პილინგის ეფექტს, უზრუნველყოფს კანის განახლებას, დარბილებას და ხდის მას ერთგვაროვანს.

"შუგარინგი" - არის დეპილაცია მათთვის ვისაც უყვარს საკუთარ კანზე ზრუნვა.

შაქრის დეპილაციის უპირატესობები:

1. ჰიპოალერგენული - 100% ნატურალური ფორმულა შაქრისგან და წყლისგან, არ შეიცავს მჟავებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებს და ქიმიურ დანამატებს, შემადგენლობა არ აღიზიანებს კანს, არ იწვევს პროცედურის შემდეგ კანის სიწითლეს.
2. ეფექტურობა - თმის ჩაზრდის პრევენცია და დეპილაციის ეფექტის ხანგრძლივობა 20 დღიდან, თმის ზრდის მიმართულებით მოცილების საფუძველზე.
3. ჰიპოთერმული - პროცედურა მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურამდე შემთბარი პასტით, რაც გამორიცხავს დამწვრობებს და სისხლძარღვების გაფართოებას.
4. არატრავმულობა - პროცედურის დროს არ ზიანდება კანის ცოცხალი უჯრედები, პასტა გარს ედება მხოლოდ თმას და ფესვიანად იღებს მას.
5. მოხერხებულობა - 1-2მმ სიგრძის თმა საკმარისია ხარისხიანი პროცედურის ჩასატარებლად, პასტა იღებს ჩაზრდილ თმასაც.
6. სისუფთავე - დეპილაციის პროცედურის შემდეგ პასტის ნარჩენები ადვილად ცილდება კანის ზედაპირს სუფთა წყლით, სპეციალური ქიმიური საშუალებების გარეშე.
7. ეკოლოგიურობა - პასტა იმდენად ნატურალური და უვნებელია, რომ შეიძლება მისი ჭამა......
8. შაქრის პასტის ვარგისიანობა უვადოა.

შაქარი: ისწავლეთ მისი გამოყენება და დააკვირდით, როგორ იქცევა იგი ოქროდ თქვენს ხელში!
United Cosmetics Group Georgia © 2011 All Rights Reserved Created by Luka Khizanishvili