კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    
კომპანიის შესახებ
La Ric ლუქს კლასის ავსტრიული ბრენდია, რომელიც 1984 წლიდან არსებობს. კომპანიის მფლობელის სონია პრუსეკის შთაგონება მისი ოჯახის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების დამსახურებაა, რომელიც 1916 წლიდან ფლობს ევროპის ყველაზე დიდ საკონდიტრო ქსელს Aida.

La Ric – ის კოსმეტიკა საკონდიტრი ნაწარმის მსგავსად აბსოლუტურად უსაფრთხო და ნატურალურია, იგი კონცეპტუალურ სილამაზის სალონებისა და პრემიუმ კლასის სპა სალონებში (სასტუმრო "Ritz" პარიზი, კურშაველის სასტუმროები, შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო "Burj Al Arab" დუბაი და ა.შ.) გამოიყენება.

La Ric – ი გთავაზობთ აიურვედის, ყვავილების და არომათერაპიის სპეციალისტების მიერ შემუშავებულ მანიკურის და პედიკურის, ნიღბების, პილინგის და მასაჟის უნიკალურ კონცეფციას. რელაქსაციისა და სტრესის მოსახსნელად გამოიყენება სპეციალური ტექნიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს ინდოეთისა და ჩინეთის ალქიმიკოსების უძველესი რეცეპტები.