კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    



თმის საღებავები პერმანენტული ღებვისათვის

Mask Color Conditioning System
თმის პროფესიონალური კონდიცირებადი საღებავები პერმანენტული ღებვისათვის

საღებავები MASK - გამდიდრებულია რძის პროტეინებით, დამატენიანებელი და პალმის ზეთისაგან მიღებული დამარბილებელი ინგრედიენტებით, რომლებიც წარმოქმნიან მბრწყინავ, მდგრად ფერს და არ აზიანებენ თმის სტრუქტურას. საღებავის შემადგენლობაში შემავალი პირდაპირი და მეორადი იზომეტრული (ძალიან პატარა დიამეტრის) პიგმენტების ზუსტი შეფარდება ჭაღარა თმის სრულად შეღებვას უზრუნველყოფს და ნატურალურ ერთგვაროვან ფერს იძლევა. საღებავების გამა 100 ფერისაგან შედგება, რომელთაგანაც 7 ნატურალური ფერის ინტენსიური საღებავია 80-100% ჭაღარა თმისთვის.

წყალი, ჰიდროლიზებული რძის პროტეინები, ოლიგო-მინერალები, ამინომჟავები, რიბოფლავინი, ასკორბინის მჟავა
მოცულობა: 100 მლ
განზავება აქტივატორით: 1:1,5

რეკომენდირებულია საღებავისაგან დამცავი საშუალების დატანა შუბლზე და თმის ზრდის ზოლის გასწვრივ ღებვის პროცესის დაწყებამდე.

გამოყენება:


რა შემთხვევაში   პროპორცია   ნარევი, მაგ.:   მოქმედების დრო
ნახევრად პერმანენტული ეფექტი
დაბანილი, პირსახოცით შემშრალებული თმა
  1:2   40გრ საღებავი + 80გრ აქტივატორი 7 vol.   15-20 წუთი
ტონი - ტონში
დაუბანელი, მშრალი თმა
  1:1,5   40გრ საღებავი + 60გრ აქტივატორი 10 vol.   30 წუთი
გაღიავება 1 ტონით
დაუბანელი, მშრალი თმა
  1:1,5   40გრ საღებავი + 60გრ აქტივატორი 20 vol.   30-40 წუთი
გაღიავება 2 ტონით
დაუბანელი, მშრალი თმა
  1:1,5   40გრ საღებავი + 60გრ აქტივატორი 30 vol.   30-40 წუთი
გაღიავება 3 ტონით
დაუბანელი, მშრალი თმა
  1:1,5   40გრ საღებავი + 60გრ აქტივატორი 40 vol.   35-45 წუთი
გაღიავება 4 ტონით
დაუბანელი, მშრალი თმა
  1 (0.5+0.5) : 1,5   20გრ საღებავი + 20გრ hyper blonde booster (Mask 000) + 60გრ აქტივატორი 40 vol.   45-60 წუთი
Mask Extralifts - დაუბანელი მშრალი თმა
Extralift 11 series (4 ტონით)
Extralift 12 series
  1:2   40გრ საღებავი Mask Extralifts + 80გრ აქტივატორი 40 vol.   45-60 წუთი
Mask 000 დაახლოებით 1 და მეტი ტონით გაღიავება   1 (0.5+0.5) : 2   20გრ საღებავი Mask + 20გრ Mask 000 + 80გრ აქტივატორი 40 vol.   45-60 წუთი

მითითებული დრო სავარაუდოა და საჭიროების შემხვევაში შესაძლებელია მისი გაზრდა.
პირველი აპლიკაცია (ნატურალური თმა)
1. წაუსვით ნარევი თმის მთელ სიგრძეზე და ბოლოებში. მოქმედების დრო: 20 წუთი
2. გადაამზადეთ საღებავის ნარევი და წაუსვით თმის ახლად წამოზრდილ ნაწილზე. მოქმედების დრო: ცხრილის მიხედვით.
შემდგომი შეღებვა - წამოზრდილი თმა: 3 ტონამდე გაუფერულებისათვის
1. წაუსვით ნარევი თმის ახლად წამოზრდილ ნაწილზე. მოქმედების დრო: 20-25 წუთი
2. გადაამზადეთ საღებავის ნარევი დაბალი კონცენტრაციის აქტივატორის გამოყენებით (მაქს. 20 vol.) და წაუსვით თმის მთელ სიგრძეზე და ბოლოებში. გაზარდეთ მოქმედების დრო ცხრილში მითითებულ დრომდე (30-40 წუთი).
თუ თმის წამოზრდილი მონაკვეთი 5 სმ-ზე მეტია, გამოიყენეთ ინსტრუქცია პირველი აპლიკაციისათვის (ნატურალური თმა).
3. ჩამობანა: მოქმედების დროის გავლის შემდეგ, დაიტანეთ მცირე ოდენობის წყალი, კარგად შეაზილეთ, მიიყვანეთ საღებავი ემულსიის მდგომარეობამდე და ჩამობანეთ შესაფერისი შამპუნით.
3-ზე მეტი ტონით გაუფერულებისათვის:
1. წაუსვით ნარევი თმის ახლად წამოზრდილ ნაწილზე. მოქმედების დრო: ცხრილის მიხედვით. ყურადღება! არ წაუსვათ საღებავი თმის სიგრძეზე და ბოლოებში!
2. ჩამობანეთ საღებავი დიდი რაოდენობის წყლით, ემულსიის მდგომარეობამდე მიყვანის გარეშე! შესაფერისი შამპუნის გამოყენებით. 70%-ზე მეტი ჭაღარა თმის შემთხვევაში იხმარეთ უფრო მუქი ტონი.
ნახევრად პერმანენტული ეფექტისათვის:
მოამზადეთ საღებავის ნარევი ცხრილის მიხედვით და წაუსვით უშუალოდ თმის ძირებზე, მთელ სიგრძეზე და ბოლოებში. მოქმედების დრო: 20 წუთი.
სითბური წყაროს გამოყენების შემთხვევაში მოქმედების დრო მცირდება 10 წუთით. უფრო დეტალური ინფორმაცია იხ. Mask Color Dossier-ში.
ყურადღება! პროდუქტი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ კანის სერიოზული გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები. ტატუაჟისათვის მათი გამოყენება ზრდის ალერგიის რისკს! სავალდებულოა გამოყენების წინ მგრძნობელობის ტესტის ჩატარება. რეკომენდირებულია მგრძნობელობის ტესტის ჩატარება 48 საათის განმავლობაში დერმატოლოგის დაკვირვების ქვეშ, ან მასთან კონსულტაციის შემდეგ. საპნიანი წყლით, ან სპირტით გაწმინდეთ ყურის უკან ადგილი, ან მაჯა, დაიტანეთ მცირე რაოდენობის საღებავის მომზადებული ნარევი და დააცადეთ გაშრობა. 48 საათის შემდეგ ჩამობანეთ საღებავი თბილი საპნიანი წყლით. თუ ალერგიული რეაქცია, ან გაწითლება არ შეიმჩნევა შესაძლებელია საღებავის გამოყენება. არ გამოიყენოთ საღებავი წარბების და წამწამების შესაღებად – შესაძლოა თვალის ძლიერი გაღიზიანება, სიბრმავე. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობა წყლით და მიმართეთ ექიმს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ყოველთვის იხმარეთ დამცავი ხელთათმანები. ნუ ჩაისუნთქავთ. შეიძლება შეიცავდეს (ფერის მიხედვით): ფენილენედიამინს, რეზორცინოლს, დიამინეფენოლს,მეთილფენილენედიამინს.