კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    



თმის ერთდროული გაუფერულებისა და
ტონირების უნიკალური სისტემა

Hair Bleaching Powder
გამაუფერულებელი ფხვნილი ნატურალური თმისთვის, 500გრ

გამოიყენება ნატურალური, შეუღებავი თმის ნაწილობრივი, ან სრულად გაღიავებისათვის.
აქტიური ინგრედიენტები: კალიუმის პერსულფატი, ამიაკის პერსულფატი, რძის პროტეინები, ასევე კონდიციონირებისათვის - პალმის ზეთის ბაზაზე მიღებული ნივთიერებები, გუარი-მცენარეული ინგრედიენტი ცილების მაღალი შემცველობით, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატის უსაფრთხოებას გამოყენებისას, დელიკატურ მოქმედებას თმაზე და თავის კანზე ღებვის დროს. შესაძლებელია გაუფერულების ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენება, ისევე როგორც ტენიანი სითბური წყაროებისა.

გამაუფერულებელი სერიის გამოყენება:

აქტივატორი   ფხვნილი   პასტა
7Vol 2,1%   3 დონით   2 დონით
20Vol 6%   5 დონით   3 დონით
30Vol 6%   7 დონით   5 დონით
40Vol 12%   7-ზე მეტი დონით   5-ზე მეტი დონით
გამაუფერულებელი ფხვნილი და პასტა ერევა აქტივატორს და ტონერს შემდეგი პროპორციით :
1 წილი გამაუფერულებელი საშუალება + 1 წილი აქტივატორი + 1/2 წილი ტონერი
Mask Decolouring powder sachet
გამაუფერულებელი ჩამოსაბანი და პიგმენტის მოსაშორებელი ფხვნილი, 500გრ

გამოიყენება კოსმეტიკური პიგმენტის მოსაშორებლად, ან ნატურალური თმის გაღიავებისათვის.
ნატურალური თმისათვის:
• ნატურალური თმა (ბრწყინვალების გარეშე): 1 წილი ფხვნილი (ან პასტა) + 1 წილი შამპუნი (NouNou) + 3 წილი ცხელი წყალი
• 3 დონით გასაზრდელად: 1 წილი ფხვნილი + 1 წილი 7Vol + ½ წილი ტონერი
• 5 დონით გასაზრდელად: 1 წილი ფხვნილი + 1 წილი 20Vol + ½ წილი ტონერი
• 7 დონით გასაზრდელად: 1 წილი ფხვნილი + 1 წილი 30Vol + ½ წილი ტონერი
• 7- ზე მეტი დონით გასაზრდელად: 1 წილი ფხვნილი + 1 წილი 40Vol + ½ წილი ტონერი
შეღებილ თმაზე პიგმენტის მოსაცილებლად რეკონდირებულია პასტის გამოყენება:
½ ტონით აწევისათვის: 1 წილი პასტა + 1 წილი შამპუნი + 2 წილი ცხელი წყალი.

ეს ფორმულა ხშირად გამოიყენება ჭუჭყიანი ნაცრისფერი და მწვანე ელფერის ჩამოსაბანად ქერად შეღებილ თმაზე. პასტისა და ფხვნილის შერევის პროპორციები ერთნაირია. თავის კანთან მუშაობისას რეკომენდირებულია 10-20 გრ Protection Powder- ის დამატება ნარევში. ნარევის მოქმედების ხანგრძლივობა 25-30 წთ., თმის მდგომარეობის მიხედვით დრო შეიძლება საჭიროებისამებრ ცვალოთ, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ 40 წუთს! 40 წუთის შემდეგ ბუფერული ნივთიერებები (რომლებიც ამუხრუჭებენ თმის დაშლის პროცესს) წყვეტენ მოქმედებას, თმა იშლება და ღებულობს ღრუბლის მაგვარ ფორმას.
Hair Bleaching Paste
გამაუფერულებელი პასტა შეღებილი თმისათვის!

იხმარება შეღებილი თმიდან პიგმენტის გამოსარეცხად. განსაკუთრებით ჭუჭყიანი სერი და მომწვანო ელფერის გამოსარეცხად ქერა ფერიდან.
შესაძლებელია ასევე გამოყენება დაზიანებული, გამომშრალი ნატურალური თმის შემთხვევაში. არ შეიცავს ამიაკს!
გამოყენება:
ფაზა 1: მომზადება
დეკოლორირებისა და ტონირებისათვის

1 წილი პასტა + 1 წილი აქტივატორი (7, 20, 30 ან 40 Vol). + ½ წილი ტონერი
მხოლოდ დეკოლორირებისათვის
1 წილი პასტა + 1,5 წილი აქტივატორი (7, 20, 30 ან 40Vol).
ფაზა 2: დატანა
დაიტანეთ მშრალ თმაზე და დატოვეთ 25 წუთი ფოლგის გარეშე, ან 40 წუთი ფოლგით ან ქაღალდით. არ გამოიყენოთ სითბოს წყარო.
ფაზა 3: ჩამობანვა
კარგად ჩამოიბანეთ შესაფერისი შამპუნით და კონდიციონერით.

აქტივატორი   გაუფერულების დონე
7Vol 2,1%   2 დონით
20Vol 6%   3 დონით
30Vol 9%   5 დონით
40Vol 12%   5-ზე მეტ დონით (შეამოწმეთ ვიზუალურად)
10Vol. აქტივატორი პრაქტიკულად იგივე ეფექტს იძლევა, როგორც აქტივატორი 7Vol, ამიტომ რეკომენდირებულია აქტივატორის უფრო დაბალი პროცენტის გამოყენება.
ტონერები

ტონერები - გელის მაგვარი ჟელეა, შეიცავენ პირდაპირ პიგმენტებს, რომლებიც აძლიერებენ ან ანეიტრალებენ ფერებს, რომლებიც თმის ბლონდირებისას წარმოიქმნება. ასევე აძლიერებენ ფერის ბრწყინვალებას და ანიჭებენ თმას ნატურალურ, მოვლილ შესახედაობას. ტონერების შემადგენლობა გამდიდრებულია კონდიციონირებადი ნივთიერებებით, რაც ფერის მდგრადობას განაპირობებს, ასევე არბილებს და ასწორებს თმის კუტიკულას.
თონერები ერევა მათეთრებელ პასტას, ან ფხვნილს და იძლევიან გაუფერულებისა და ტონირების პროცესების გაერთიანების საშუალებას იძლევა. ახალი ტექნოლოგიას შემდეგი უპირატესობა აქვს:
- მარტივი რეცეპტები და დროის ეკონომია
- თმის დაცვა დაზიანებისაგან
- თმაზე მავნე ქიმიური ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანა
- მელირება არაჩვეულებრივად ბუნებრივი ფერებით
- ახალი შესაძლებლობები ხელოვნებისათვის

ლურჯი და იასამნისფერი
ანეიტრალებენ არასასურველ სპილენძისფერ და ყვითელ ტონს. მისი დაბალი PH დონე (5,2:5.8) ამცირებს გამაუფერულებელი ნარევის მჟავა-ტუტე ბალანსს, რაც პროცესს უსაფრთხოს ხდის, მაგრამ არ წარმოქმნის ფერს.

წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი, ყავისფერი

გააჩნიათ უფრო მაღალი PH მაჩვენებელი (6), ამიტომ შეუძლიათ თმის ტონირება.