კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    



თმის ბიოლამინირების და ნატურალური ღებვის სისტემა
98% ნატურალური ინგრედიენტების შემცველობით

Finest Pigments
თმის ბიოლამინირების საღებავები (აქტივატორის გარეშე) 280მლ. პროფესიონალური გამოყენებისათვის!

ბიოლამინირება რეკომენდირებულია თხელი, გამოხუნებული, მშრალი და დაზიანებული თმისათვის, რომელიც ხშირად იღებება. ბიოლამინირებული თმა დაახლოებით 10%-ით იმატებს მოცულობაში, ხდება ელასტიური, დამყოლი და მბრწყინავი. ცელულოზის აპკი, რომელის გარს ევლება თმის ღერს, განაპირობებს ტენისა და მკვებავი ნივთიერებების შენარჩუნებას, ავსებს თმის ღერის უსწორმასწორო ზედაპირს და იცავს თმა საღებავის გამორეცხვისაგან.

Finest Pigments დელიკატური საღებავები 98% ნატურალური ინგრედიენტებისაგან შედგება, არ შეიცავს ამიაკს და არ საჭიროებს აქტივატორს. პროდუქტი აძლიერებს თმის ნატურალურ ფერს, შეუდარებელია მელირებული, შეღებილი და გაუფერულებული თმის ტონირებისათვის. შესაძლებელია მათი შერევა ერთმანეთში და განზავება უფერო საღებავით ბრწყინვალების ეფექტით (Finest Gloss) სასურველი ტონის მისაღებად. ეფექტი ნარჩუნდება 8-10 დაბანის განმავლობაში.
აქტიური ინგრედიენტები: რატანია, ინდური კაკალი, ლიკოპენე, ჯანჯაფილი, ზაფრანა, ცელულოზა, ბრინჯის ქატო, ვარდის ზეთი
Finest Pigments ხაზი შედგება: 7 ნატურალური ფერისაგან, 4 ელფერისაგან (ოქრო, ფერფლი, ქვიშა, სადაფი), 3 ინტენსიური ელფერისაგან (სპილენძი, წითელი, მაჰაგონი) და ~გლოსისგან~ (ბრწყინავი გელი) საღებავის განზავებისა და თმის ბრწყინვალებისათვის.
გამოყენება: 1. დაბანეთ თმა შამპუნით და გააშრეთ. 2. დაიტანეთ თმაზე საღებავი პირდაპირ ბოთლიდან (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თმა მელირებულია და სასურველია ნიუანსების გამოყოფა), თუ საღებავი არ საჭიროებს შერევას. 3. საღებავის მოქმედების დრო მოცემულია ცხრილში. საღებავი ბრწყინვალების ეფექტით (Finest Gloss) გააჩერეთ 20 წთ მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად. 4. მოქმედების დროის გავლის შემდეგ დაიტანეთ თმაზე მცირე რაოდენობის წყალი, კარგად შეაზილეთ საღებავს ემულსიის წარმოქმნამდე და ჩამობანეთ (შამპუნის გარეშე), სანამ წყალი სუფთა არ გახდება. ბოლოს იხმარეთ კონდიციონერი. საკმარისია 4-5 აპლიკაციისთვის.

თმის ტიპი   მოქმედების დრო
ძალზე გაუფერულებული ან მელირებული თმა   შეამოწმეთ ყოველ 5 წთ-ში (მაქს. დრო 20 წუთამდე)
ნორმალური თმა (ნატურალური, ან შეღებილი)   20 წუთი