კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    



თმის პერმანენტული დახვევის სისტემა

Balance Relaxing System (Anti Aging Formula) - ხუჭუჭი თმის გასწორების და უხეში თმის დარბილების სისტემა.
შექმნილია აზიური, აფრიკული, კავკასიური და კარიბის რეგიონის ტიპის თმისათვის. სისტემა ძალზე მარტივია გამოყენებაში და საშუალებას იძლევა გავასწოროთ და დამყოლი გავხადოთ თმა დაზიანების გარეშე. შედეგი 2-9 თვის განმავლობაში.
შედგება:
Balance Protective Relaxing Cream N1, N2
დამცავი რელაქსაციური კრემი N1, N2
Balance Extra Delicate Neutralizer
დელიკატური ნეიტრალიზატორი
Balance Protective Relaxing Cream N1, N2
დამცავი რელაქსაციური კრემი-გელი N1, N2
აღწერა:

ჰისტამინის შემცველი კრემ-გელი თმის ქიმიური გასწორებისათვის
თვისებები:
ჰისტამინის ჰიდროქლორიდი, რომლის სტრუქტურაც თმის ცისტეინის სტრუქტურის მსგავსია, გადააწყობს თმის ღერის შიგნით დისულფიდურ ბმებს და ხელს უწყობს არა აგრესიული, ნატურალური, ერთგვაროვანი, დამარბილებელი და გამასწორებელი ეფექტის წარმოქმნას.
აქტიური ინგრედიენტები:
ჰისტამინის ჰიდროქლორიდი: სათუთად ცვლის თმის სტრუქტურას. დისულფიდური ბმების გადაწყობის ხარჯზე საშუალებას აძლევს თმას შეიცვალოს ფორმა.
არგინინი: წარმოქმნის ტუტე გარემოს.
ჰიდროკერატინი: იცავს თმას და აძლიერებს მდგრადობას ქიმიური სტრესისადმი.
ხორბლის ჰიდროლიზირებული პროტეინები: გარსის წარმოქმნელი დამცავი მოქმედებით.
ხორბლის პეპტიდები მცირე მოლეკულური მასით: გამაძლიერებელი მოქმედება.
ბროწეულის ექსტრაქტი: ანტიოქსიდანტური თვისებებით.
კონდიციონირებადი ნივთიერებები.

BALANCE EXTRA DELICATE NEUTRALIZER
ექტრა-დელიკატური ნეიტრალიზატორი


აღწერა:
წყალბადის ზეჟანგის (2,1%-იანი) ხსნარი დამცავი თვისებებით პროცედურის შემდგომი სრული ნეიტრალიზაციისათვის.
თვისებები:
წყალბადის ზეჟანგი ეფექტურად აღადგენს დისულფიდურ ბმებს და ანიჭებს თმას ახალ, მდგრად ფორმას.
ბროწეულის ექსტრაქტი ავლენს ძლიერ ანტიოქსიდანტურ თვისებებს.
კონდიციონირებადი ნივთიერებები არბილებენ თმას და ბრწყინვალებას მატებენ მას.

პროცედურის აღწერა:
დაბანეთ თმები შამპუნით DEDE ან SOLU. შეამშრალეთ პირსახოცით. გაყავით თმა 4 ნაწილად. სწრაფად დაიტანეთ დამცავი რელაქსაციური კრემი-გელი (Balance Protective Relaxing Cream) ნაწილ-ნაწილ კეფიდან (დაახლოებით 1 სმ-ის დაშორებით თმის ძირებიდან).
არ მოქაჩოთ თმა, დაიტანეთ დელიკატურად. თუ თმა დაზიანებული იყო, დაიტანეთ კრემ-გელი მხოლოდ წამოზრდილ ნაწილზე. ჩამოვარცხნეთ ფართო სავარცხლით და დარწმუნდით, რომ თმა გასწორდა და მასზე კრემი საკმარისი რაოდენობითაა.
დატოვეთ ზემოქმედებისათვის:
15-20 წუთი ნატურალურ თხელ თმაზე
10-15 წუთი შეღებილ თხელ თმაზე
საგულდაგულოდ ჩამობანეთ წყლით. ფოროვანი თმის, ან ოდნავ გაღიზიანებული თავის კანის შემთხვევაში იხმარეთ შამპუნი DEDE. შეამშრალეთ თმა პირსახოცით და დაიტანეთ მასზე ექტრა-დელიკატური ნეიტრალიზატორი (EXTRA DELICATE NEUTRALIZER) იგივე მიმდევრობით, როგორც კრემ-გელი. გააჩერეთ 20წუთი, პერიოდულად ვარცხნეთ თმა ფართო სავარცხლით. თუ თმის მოცულობის შემცირება გსურთ – ჩამოვარცხნეთ მხოლოდ ერთხელ. ნეიტრალიზაციის დამთავრების შემდეგ ჩამობანეთ თმა შამპუნით DEDE და დაასრულეთ პროცედურა თმის ტიპის შესაბამისი კონდიციონერით.
აკრძალულია პროცედურის ჩატარება ქიმიურად დახვეულ თმაზე ერთი თვის განმავლობაში.
შედეგი: სწორი, ძლიერი თმა ნატურალური ბრწყინვალებით.