კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    



თმის პერმანენტული დახვევის სისტემა

Boucle Biowaving System – თმის ბიოლოგიური დატალღვის სისტემა.
ქმნის რბილ, ელასტიურ კულულებს ფოროვან, დასუსტებულ, შეღებილ, ან ქიმიურად დამუშავებულ თმებზე. პროდუქციის ფორმულა გამდიდრებულია ნატურალური ამინომჟავებით, რომელთა მოლეკულური სტრუქტურა თმის სტრუქტურის მსგავსია.
შედგება:

BOUCLE CURLING LOTION №1 рН=8.3
ბიოდატალღვის ლოსიონი №1,
ნატურალური და ფოროვანი თმისთვის

BOUCLE CURLING LOTION №2
დაზიანებული და შეღებილი თმისთვის

ბიოდატალღვის ლოსიონი ნატურალური ბიო-კატიონებით და აქტიური კომპონენტებით, თმის მოლეკულური სტრუქტურის მსგავსი სტრუქტურით. არ აზიანებს დასუსტებულ და დაზიანებულ თმას, არ საჭიროებს სითბურ წყაროს ან ქუდს დახვევის დროს. ცისტამინი, როგორც თმის დამხვევი აგენტი ხდის პროდუქტს დელიკატურს და ქმნის ნატურალური დაკულულების ეფექტს.
იდეალურია გაუფერულებული და დაზიანებული თმისთვის.

აქტიური ინგრედიენტები:
ცისტამინი: ნაზად ცვლის თმის სტრუქტურას და აკონდიცირებს მას
ხელატური ნივთიერება: ანეიტრალებენ მეტალების იონებს, რომელთაც უნარი აქვთ შეცვალონ პროდუქტის მდგრადობა და ეფექტურობა.

BOUCLE CONDITIONING NEUTRALIZER PН= 3.5
ნეიტრალიზატორი მაკონდიცირებელი თვისებებით


წყალბადის ზეჟანგის და მცენარეული ამინო-კომპლექსების ხსნარი დახვევის პროცედურის შემდგომი სრული ნეიტრალიზაციისათვის.
წყალბადის ზეჟანგი აღადგენს დისულფიდურ ბმებს და ანიჭებს თმას ახალ ტექსტურას, უნარჩუნებს ელასტიურობას და არ აზიანებს მას.
აქტიური ინგრედიენტები:
წყალბადის ზეჟანგი: დამჟანგავი ნივთიერება – კრავს დისულფიდურ ბმებს, ანიჭებს თმის ტექსტურას ახალ ფორმას.
ჰიდროლიზებული კოლაგენი: აღმდგენი თვისებებით.
სილიკონის წარმოებულები: კონდიცინირებადი მოქმედებით.

Clarifying Fluid, PH=4,5
გამწმენდი ლოსიონი

აღწერილობა:
გამწმენდი ლოსიონი, სათუთი აგენტებით ღრმად წმენდს კანს და თმას ყოველგვარი ქიმიური ნარჩენებისგან თმის ქიმიურად გასწორების ან დახვევის შემდეგ, არბილებს და ატენიანებს მას.

თვისებები:
ლოსიონის ბალანსირებული ნარევის ზედაპირულად აქტიური და გამწმენდი აგენტები ეფექტურად აცილებს თავის კანს და თმას ყოველგვარ ქიმიურ ნარჩენებს, ხოლო ციტრონელას დერივატივები აშორებს თმას ქიმ.პროდუქტების სპეციფიურ სუნს.
აქტიური ინგრედიენტები:
ზეთისხილის ამფოაცეტატი: სათუთი ზედაპირული აგენტი დელიკატურად და ეფექტურად წმენდს თავის კანს და თმას.
სინოდორი (ციტრონელილის მეთილკროტონატი): ნატურალური ზეთი მიღებული აზიური მცენარისგან რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც გამწმენდი, სტიმულატორი და ანტისეპტიკური საშუალება.

გამოყენება:
დაბანეთ თმა SOLU შამპუნით და შეაშრეთ პირსახოცით, დაიტანეთ DEDE კონდიციონერი ფორიანობის ბალანსირებისათვის, დაახვიეთ ნოტიო თმა ბიგუდებზე და დაასველეთ თმის ბიოდატალღვის შესაბამისი ლოსიონი (Boucle Curling Lotion), გააჩერეთ 25 წუთი, შეამოწმეთ ყოველ 4-5 წუთში. საგულდაგულოდ ჩამობანეთ თბილი წყლით (არ დაშალოთ ბიგუდები) და შეამშრალეთ პირსახოცით, დაიტანეთ ნეიტრალიზატორი Boucle Conditioning Neutralizer და გააჩერეთ 10 წუთი, ისევ დაიტანეთ ნეიტრალიზატორი და გაიჩერეთ კიდევ 10 წუთი, დაშალეთ თმა და კარგად ჩამობანეთ. დაიტანეთ 30 მლ გამწმენდი, დამატენიანებელი ფლუიდი (Clarifying Fluid), კარგად შეაზილეთ ემულსიის წარმოქმნამდე, გააჩერეთ 5-10 წთ და კარგად ჩამოიბანეთ, გამომშრალი, ან შეღებილი თმის შემთხვევაში დაასრულეთ პროცედურა MOMO კონდიციონერით.

შედეგი: აბრეშუმისებრი და ელასტიური თმა.