კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    



თმის პერმანენტული დახვევის სისტემა

Balance Curling System - თმის პერმანენტული დახვევის სისტემა.
ამ ხაზის პროდუქტების ორმაგი ფორმულა საშუალებას იძლევა შექმნას მდგრადი ვარცხნილობა, აღადგინოს თმის სტრუქტურა და იქონიოს მკვებავი ეფექტი. თავისი უნიკალური, რბილი სტრუქტურის წყალობით შესაძლებელია მისი გამოყენება შეღებილი, გაუფერულებული და დაზიანებული თმისათვის.
შედგება:

•     Balance Protecting Curling Lotion - თმის პერმანენტული დახვევის ლოსიონი #1 – ნორმალური, დაუზიანებელი თმისათვის

•     Balance Protecting Curling Lotion - თმის პერმანენტული დახვევის ლოსიონი #2 – შეღებილი, მგრძნობიარე თმისათვის

•     Balance Protecting Curling Lotion - თმის პერმანენტული დახვევის ლოსიონი #3 – გაუფერულებული და დაზიანებული თმისათვის

•     Extra Delicate Neutralizer - ექსტრა დელიკატური ნეიტრალიზატორი, დამცავი და დამატენიანებელი თვისებებით


Balance Protecting Curling Lotion, 500ml, PH=8.4
თმის პერმანენტული დახვევის ლოსიონი (N1, N2, N3)
ამონიუმის თიოგლიკოლატით


აღწერილობა:
თმის დასახვევი ლოსიონი, ამონიუმის თიოგლიკოლატით და მცენარეული კომპონენტებით. გააჩნია ძლიერი დამატენიანებელი მოქმედება. არ შეიცავს ამიაკს!
თვისებები:
ბალანსირებული თვით-რეგულირებადი თმის დახვევის სისტემა ორმაგი მოქმედებით. ამორჩევითად მოქმედებს თმაზე და გადასცემს მკვებავ ელემენტებს თმის იმ მონაკვეთს, რომელიც დაზიანებულია.
ამონიუმის თიოგლიკოლატი არღვევს სულფიდურ ბმებს, პროტეინები და ლიპიდები ღრმად აღწევენ თმაში და აღადგენენ მას. ნეიტრალიზატორი (წყალბადის ზეჟანგი) აღადგენს დისულფიდურ ბმებს, რის ხარჯზეც დახვევა ნარჩუნდება დიდი ხნის განმავლობაში.
აქტიური ინგრედიენტები:
ამონიუმის თიოგლიკოლატი: დელიკატურად ცვლის თმის სტრუქტურას.
ხორბლის ცილები: აძლიერებენ ამონიუმის მოქმედებას, აღადგენენ თმის სტრუქტურას.
მზესუმზირის ზეთი: კერამიდების მაღალი შემცველობის ხარჯზე უზრუნველყოფს თმის კერატინული სტრუქტურის დაცვას.

Extra Delicate Neutralizer, PH=3,0
ექსტრა დელიკატური ნეიტრალიზატორი
დამცავი და დამატენიანებელი თვისებებით


აღწერილობა:
გამანეიტრალებელი სითხე წყალბადის ზეჟანგით
თვისებები:
წყალბადის ზეჟანგი აღადგენს დისულფიდურ ბმებს და ანიჭებს თმის ტექსტურას ახალ ფორმას
აქტიური ინგრედიდენტები:
წყალბადის ზეჟანგი: დამჟანგავი აგენტი – კრავს დისულფიდურ ბმებს და ანიჭებს თმას ახალ ფორმას.
სილიკონის ნაწარმები: დამატენიანებელი მოქმედებით
რეკომენდაციები გამოყენებისას:
ექსტრა დელიკატური ნეიტრალიზატორი იხმარება #1, #2 და #3 თმის პერმანენტული დახვევის ლოსიონებთან ერთად.

Clarifying Fluid, PH=4,5
გამწმენდი ლოსიონი


აღწერილობა:
გამწმენდი ლოსიონი, სათუთი აგენტებით ღრმად წმენდს კანს და თმას ყოველგვარი ქიმიური ნარჩენებისგან თმის ქიმიურად გასწორების ან დახვევის შემდეგ, არბილებს და ატენიანებს მას.

თვისებები:
ლოსიონის ბალანსირებული ნარევის ზედაპირულად აქტიური და გამწმენდი აგენტები ეფექტურად აცილებს თავის კანს და თმას ყოველგვარ ქიმიურ ნარჩენებს, ხოლო ციტრონელას დერივატივები აშორებს თმას ქიმ.პროდუქტების სპეციფიურ სუნს.
აქტიური ინგრედიენტები:
ზეთისხილის ამფოაცეტატი: სათუთი ზედაპირული აგენტი დელიკატურად და ეფექტურად წმენდს თავის კანს და თმას.
სინოდორი (ციტრონელილის მეთილკროტონატი): ნატურალური ზეთი მიღებული აზიური მცენარისგან რომელიც უძველესი დროიდან გამოიყენება როგორც გამწმენდი, სტიმულატორი და ანტისეპტიკური საშუალება.

პროცედურის აღწერა:
დაბანეთ თმა SOLU შამპუნით, დაიტანეთ DEDE კონდიციონერი ფორიანობის ბალანსირებისათვის და შეამშრალეთ პირსახოცით.
დაახვიეთ ნოტიო თმა ბიგუდებზე და დაასველეთ თმის დახვევის შესაბამისი ლოსიონით (Protecting Curling Lotion). დააფარეთ ქუდი და გააჩერეთ 20 წუთი, შეამოწმეთ ყოველ 4-5 წუთში. საგულდაგულოდ ჩამობანეთ თბილი წყლით (არ დაშალოთ დახვეული თმა) და შეამშრალეთ პირსახოცით, დაიტანეთ ნეიტრალიზატორი Balance Extra Delicate Neutralizer და გააჩერეთ 10 წუთი, ისევ დაიტანეთ ნეიტრალიზატორი და გაიჩერეთ კიდევ 10 წუთი. მოხსენით ბიგუდები, თმა საგულდაგულოდ ჩამობანეთ, დაიტანეთ 30 მლ გამწმენდი, დამატენიანებელი ფლუიდი (Clarifying Fluid), კარგად შეაზილეთ ემულსიის წარმოქმნამდე, გააჩერეთ 5-10 წთ და კარგად ჩამოიბანეთ, გამომშრალი, ან შეღებილი თმის შემთხვევაში დაასრულეთ პროცედურა MOMO კონდიციონერით.

რეკომენდაციები გამოყენებისას:
• თმის პერმანენტული დახვევის ლოსიონი #1 – უხეში თმისთვის

• თმის პერმანენტული დახვევის ლოსიონი #2 – შეღებილი, მგრძნობიარე თმისთვის

• თმის პერმანენტული დახვევის ლოსიონი #3 – გაუფერულებული, ძალზე დაზიანებული თმისთვის

შედეგი:
ბუნებრივად დახვეული, ელასტიური და მბრწყინავი თმა ფესვიდან ძირებამდე. სტაილინგი არის მსუბუქი და ნატურალური.