კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    



თმის პერმანენტული დახვევის სისტემა

Balance Curling System - თმის პერმანენტული დახვევის სისტემა.
ამ ხაზის პროდუქტების ორმაგი ფორმულა საშუალებას იძლევა შექმნას მდგრადი ვარცხნილობა, აღადგინოს თმის სტრუქტურა და იქონიოს მკვებავი ეფექტი. თავისი უნიკალური, რბილი სტრუქტურის წყალობით შესაძლებელია მისი გამოყენება შეღებილი, გაუფერულებული და დაზიანებული თმისათვის.
Boucle Biowaving System – თმის ბიოლოგიური დატალღვის სისტემა.
ქმნის რბილ, ელასტიურ კულულებს ფოროვან, დასუსტებულ, შეღებილ, ან ქიმიურად დამუშავებულ თმებზე. პროდუქციის ფორმულა გამდიდრებულია ნატურალური ამინომჟავებით, რომელთა მოლეკულური სტრუქტურა თმის სტრუქტურის მსგავსია.
Balance Relaxing System (Anti Aging Formula) - ხუჭუჭი თმის გასწორების და უხეში თმის დარბილების სისტემა.
შექმნილია აზიური, აფრიკული, კავკასიური და კარიბის რეგიონის ტიპის თმისათვის. სისტემა ძალზე მარტივია გამოყენებაში და საშუალებას იძლევა გავასწოროთ და დამყოლი გავხადოთ თმა დაზიანების გარეშე. შედეგი 2-9 თვის განმავლობაში.