კომპანიის შესახებ : პუბლიკაციები : აქციები : შემსწავლელი კურსები : კონტაქტები    
ევროპა
სლოვაკეთი
ხორვატია
სერბეთი
ჩერნოგორია
მაკედონია
ბულგარეთი
ესტონეთი
იტალია
ლიტვა
რუსეთი
ბელგია
ნიდერლანდები
საფრანგეთი
ესპანეთი
პორტუგალია
ჩეხეთი
საბერძნეთი
დანია
ნორვეგია
შვედეთი
ისლანდია
კიპრი
მალტა
პოლონეთი
გერმანია
შვეიცარია
ინგლისი
უკრაინა
ფინეთი
საქართველო

ჩრდილოეთი ამერიკა
აშშ
კანადა
ლათინური ამერიკა
ჩილი
კუბა
მექსიკა
პერუ
პუერტო-რიკო
ვენესუელა
კოსტა-რიკა
პანამა
არუბა
ბრაზილია
კოლუმბია

აფრიკა
ბახრეინი
ალჟირი
ანგოლა
მაროკო
ტაივანი
ტაილანდი
მალააზია
სინგაპური

აზია
იზრაელი
თურქეთი
კორეა
ემირატები
ვიეტნამი
იაპონია
ინდოეთი
ფილიპინები
ჰონგ-კონგი
ყაზახეთი
ჩინეთი
ინდონეზია
დავინესი საოჯახო კომპანიაა, დაფუძნებული ქალაქ პარმის ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატიული გვარის ბოლატის მიერ 1983 წელს. თავდაპირველად ეს იყო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აწარმოებდა კანისა და თმის მოვლის საშულებებს მსოფლიოს ცნობილი პრემიუმ კლასის ბრენდებისათვის. ათი წლის შემდეგ კომპანიამ დაიწყო საკუთარი პროდუქციის გამოშვება და მიწოდება მსოფლიოს საუკეთესო სალონებისათვის. თავისი ისტორიის 25 წლის განმავლობაში დავინესმა ჩაატარა 1000-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა და სამეცნიერო ტესტი, შეიმუშავა ასეულობით პროდუქტი, რომლებიც ჩვენი თმის სათუთი მოვლისთვისაა განკუთვნილი. დავინესი იყენებს მხოლოდ ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტებს საკუთარი პლანტაციებიდან, რომლებიც ბრაზილიაში მდებარეობს. დავინესის პროდუქციის კონცეფციაა - პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, როგორც მწარმოებლის კრეატიულობის გამოვლინება. დავინესის პროდუქცია პატარა პარტიებად იწარმოება და იყიდება მხოლოდ სოლამაზის სალონებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში. დავინესის სტილი - ჩვენი მისწრაფების ანარეკლია გარემოს შესაცნობად, ყოველივე ახლისა და პროგრესულის აღსაქმელად. განსხვავებული კულტურები, ტრადიციები, ხალხები - ეს ყველაფერი ჩვენი შთაგონების წყაროა. ამასთანავე, ჩვენს უკანაა იტალიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მისი ბრწყინვალე სამეცნიერო აღმოჩენებით, შეუდარებელი ხელოვნებით, განთქმული მოდითა და დახვეწილი დიზაინით. ჩვენ გვიზიდავს ბუნებრიობა და ჰარმონია, რადგანაც სწორედ ამაშია სილამაზე. ჩვენ გახსნილი ვართ თანამედროვე ტენდენციებისათვის, მაგრამ ამავე დროს ვქმნით კლასიკურ პროდუქტს, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება. ჩვენ არ ვემხრობით უმრავლესობის აზრს, ჩვენი ინტუიცია და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შევქმნათ საკუთარი მოდა, საკუთარი სტილი, საკუთარი ცხოვრების წესი. ჩვენ თავისუფალი ვართ, შევქმნათ საკუთარი პროდუქციის კონცეფცია, რომელიც აუცილებლად იქნება ორიგინალური, არაჩვეულებრივი, ემოციური, ადამიანისადმი სიყვარულით განმსჭვალული. ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მდგრადი ბალანსი რეალისტურსა და მოდურს, ბუნებრივსა და მეცნიერულს, მატერიალურსა და სულიერს შორის. ჩვენ ვმუშაობთ, რათა ავამაღლოთ თითოეულის ცხოვრების ხარისხი. დავინესი აერთიანებს 65 ქვეყანას, ათასობით სალონს, მილიონობით სტილისტს. მიუხედავად იმისა, რომ დავინესის ოფისები გახსნილია არა მარტო პარმაში, არამედ პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში, მეხიკოში, ჩვენი ფესვები მაინც რჩება მშობლიურ მიწაში, სადაც დავინესმა დაიწყო თავისი არსებობა, როგორც პატარა საოჯახო ლაბორატორიამ. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით იმ ძირითადი პრინციპებისა, რომლებზეც აღვიზარდეთ, რომლებიც დაგვეხმარნენ, რომ გავმხდარიყავით მსხვილი, საერთაშორისო კომპანია. დავინესი იყენებს ენერგიის მხოლოდ განახლებად წყაროებს. დავინესის პროდუქცია სერთიფიცირებულია ISO 9001.