კომპანიის შესახებ პუბლიკაციები აქციები შემსწავლელი კურსები კონტაქტები
TEOSYAL თეოსიალი შვეიცარული წარმოების საინექციო ფილერების ექსკლუზიური სპექტრია, რომელიც შექმნილია არაცხოველური წარმოშობის 100%-იანი ჰიალურონის მჟავის საფუძველზე. მწარმოებელი კომპანია - Laboratories Teoxane მდებარეობს ჟენევაში. თეოსიალის პრეპარატებს მე-3 ადგილი უკავიათ მსოფლიოში - ჩატარებული პროცედურების რაოდენობის მიხედვით ჰიალურონის მჟავის პრეპარატებს შორის. 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით ჩატარებული იყო 1 400 000-ზე მეტი ინექცია მსოფლიოში.
Mesoline კომპანია MD Skin Solutions (ესპანეთი) სპეციალიზირებულია სამედიცინო-კოსმეტოლოგიური პრეპარატების წარმოებაზე, რომლებიც ძლიერი კლინიკური შედეგებით გამოირჩევიან. Mesoline-ის პრეპარატები მეზოთერაპიის გამოყენებისათვის მზა პრეპარატების ხაზია, რომელიც დამზადებულია ევროპული ხარისხის სტანდარტების მოხედვით, უნიკალური აქტიური ინგრედიენტების შემცველობით და მოწოდებულია სხვადასხვა სახის ესთეთიკური პრობლემების (სიბერის პრევენცია, მომჭკნარი, მოშვებული კანი, თმის ცვენა – ალოპეცია, ლოკალური ცხიმოვანი დაგროვებები) გადასაჭრელად.
Davines დავინესი საოჯახო კომპანიაა, დაფუძნებული ქალაქ პარმის ერთ-ერთი უძველესი არისტოკრატიული გვარის ბოლატის მიერ 1983 წელს. თავდაპირველად ეს იყო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც აწარმოებდა კანისა და თმის მოვლის საშულებებს მსოფლიოს ცნობილი პრემიუმ კლასის ბრენდებისათვის. ათი წლის შემდეგ კომპანიამ დაიწყო საკუთარი პროდუქციის გამოშვება და მიწოდება მსოფლიოს საუკეთესო სალონებისათვის. თავისი ისტორიის 25 წლის განმავლობაში დავინესმა ჩაატარა 1000-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა და სამეცნიერო ტესტი, შეიმუშავა ასეულობით პროდუქტი, რომლებიც ჩვენი თმის სათუთი მოვლისთვისაა განკუთვნილი. დავინესი იყენებს მხოლოდ ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტებს საკუთარი პლანტაციებიდან, რომლებიც ბრაზილიაში მდებარეობს. დავინესის პროდუქციის კონცეფციაა - პროდუქციის უმაღლესი ხარისხი, როგორც მწარმოებლის კრეატიულობის გამოვლინება. დავინესის პროდუქცია პატარა პარტიებად იწარმოება და იყიდება მხოლოდ სოლამაზის სალონებსა და სპეციალიზებულ მაღაზიებში. დავინესის სტილი - ჩვენი მისწრაფების ანარეკლია გარემოს შესაცნობად, ყოველივე ახლისა და პროგრესულის აღსაქმელად. განსხვავებული კულტურები, ტრადიციები, ხალხები - ეს ყველაფერი ჩვენი შთაგონების წყაროა.
Skin Doctors კომპანია Skin Doctors Cosmeceuticals (ავსტრალია) ლიდერია ინოვაციური, კოსმეცევტული პრეპარატების შექმნაში, რომლებიც კლიენტებს თავაზობენ პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივას. კოსმეცევტული პრეპარატები შეიცავენ ინგრედიენტებს, რომლებიც იძლევიან არა მხოლოდ გარეგნულ ეფექტს, არამედ მოქმედებენ უჯრედულ დონეზე და აქვთ ფიზიოლოგიური ეფექტი. გამოირჩევიან ხანგრძლივი შედეგებით და აქვთ როგორც ესთეთიკური სახის, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების გადაჭრის უნარი. Skin Doctors-ის პროდუქციას შუალედური ადგილი უკავია ჩვეულებრივ კოსმეტიკურ საშუალებებსა და პლატიკურ ქირურგიას შორის.
La Ric ლუქს კლასის ავსტრიული ბრენდია, რომელიც 1984 წლიდან არსებობს. კომპანიის მფლობელის სონია პრუსეკის შთაგონება მისი ოჯახის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების დამსახურებაა, რომელიც 1916 წლიდან ფლობს ევროპის ყველაზე დიდ საკონდიტრო ქსელს Aida. La Ric – ის კოსმეტიკა საკონდიტრი ნაწარმის მსგავსად აბსოლუტურად უსაფრთხო და ნატურალურია, იგი კონცეპტუალურ სილამაზის სალონებისა და პრემიუმ კლასის სპა სალონებში (სასტუმრო "Ritz" პარიზი, კურშაველის სასტუმროები, შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო "Burj Al Arab" დუბაი და ა.შ.) გამოიყენება. La Ric – ი გთავაზობთ აიურვედის, ყვავილების და არომათერაპიის სპეციალისტების მიერ შემუშავებულ მანიკურის და პედიკურის, ნიღბების, პილინგის და მასაჟის უნიკალურ კონცეფციას. რელაქსაციისა და სტრესის მოსახსნელად გამოიყენება სპეციალური ტექნიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს ინდოეთისა და ჩინეთის ალქიმიკოსების უძველესი რეცეპტები.
United Cosmetics Group Georgia © 2011 All Rights Reserved